თავაქალაშვილი მამუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავაქალაშვილი მამუკა (სხვა ვერსიით – თავაქარაშვილი) – კალიგრაფი, მხატვარი, პოეტი. XVII საუკუნის პოეტი, კალიგრაფი, მხატვარ−მინიატიურისტი. მდივნად იყო იმერეთის მეფის კარზე. 1634 წელს ტყვედ მოხვდა სამეგრელოში, სადაც ლევან II დადიანის კარზე ეწეოდა ლიტერატურულ და კალიგრაფიულ მუშაობას. 1647 წელს გადაწერა „შაჰნამეს” გაგრძელების ე.წ. „უთრუთიანსაამიანის” ქართული პროზაული ვერსია; გალექსა „ზააქიანი”, რისთვისაც გამოიყენა „შაჰნამეს” ქართული პროზაული თარგმანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1646 წელს გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი”, რომელიც 39 მინიატიურითაა შემკული. მინიატიურებს ეტყობა ქართული ხალხური ხელოვნების გავლენა. „ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციების გარდა, აქ მოთავსებულია რუსთაველისა და თვით მხატვრის პორტრეტები. თავაქალაშვილი საკმაოდ დახელოვნებული მხატვარია, მისი კალიგრაფია გამოირჩევა ხაზგასმული დეკორაციულობით.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები