ბარათაშვილი თომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარათაშვილი თომა – XVIII საუკუნის პირველი ნახევრის პოეტი. 1724 წელს თავის ძმასთან, ცნობილ პოეტთან მამუკა ბარათაშვილთან ერთად რუსეთში გახიზნულ ვახტანგ VI-ს გაჰყვა ამალაში. 1740-იან წლებში რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის დი პლომატკურიერი იყო. თომა ბარათაშვილის პოეტური მემკვიდრეობიდან ცნობილია რამდენიმე ლექსი, რომლებშიც უცხოეთში გადახვეწილი ადამიანის სევდაა გამოხატული. დავით გურამიშვილი თომა ბარათაშვილს დასესხებია ერთ სასიმღერო კილოს („ხმას”) და ლექსიც მიუძღვნია მისთვის.



წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები