კვანჩხა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:18, 29 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კვანჩხა - ორიგინალური ტიპის სასმისი. კვანჩხას ამზადებდნენ როგორც ხისგან, ასევე ლითონისაგან. ესაა ორი, ცილინდრული ფორმის ერთმანეთზე მიტყუპებული პაწაწინა ქვევრები, რომელნიც შიდა ნახვრეტით უერთდებიან ერთმანეთს, კვანჩხას აქვს ტარი ან თითის გასაყრელი რგოლი.
ზოგიერთი კვანჩხა წარმოადგენს სარიტუალო ნივთს და განკუთვნილი იყო წმინდა სასმელის საზიარებლად. არსებობს ღვინის, არყისა და ლუდის კვანჩხები. კვანჩხას როგორც ზიარი ტიპის ჭურჭელს, ანალოგი ეძებნება მარანთან, და შვილებიან ლიტრასთან. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ვერცხლის კვანჩხები - შემკულნი სხვადასხვა სიუჟეტებით. კვანჩხა განეკუთვნება კავკასიურ სასმისთა უძველეს ტიპს.