ტრიო-სონატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:01, 25 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტრიო-სონატა – მუსიკალური ნაწარმოები ინსტრუმენტული ანსამბლისათვის სამი საკრავის მონაწილეობით, რომელთა შორის როგორც წესი იყო ორი ვიოლინო და გენერალბანა. ეს უკანასკნელი სრულდებოდა კლავესინზე ან ორგანზე, ხშირად უნისონში რომელიმე ბანის საკრავთან (მაგ., ჩელოსთან ან ფაგოტთან). ვიოლინოების ნაცვლად ზოგჯერ გამოიყენებოდა ფლეიტები, ჰობოები. ტრიო-სონატა იწერებოდა XVII–XVIII ს. განასხვავებდნენ ტრიო სონატის ორ ნაირსახეობას – საეკლესიოს და კამერულს.