ლიტურგიული დრამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:46, 10 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლიტურგიული დრამა - (ინგლ. liturgy drama), შუა საუკუნეებში, უპირატესად დასავლეთ ევროპაში, მუსიკალური წარმოდგენის სახეობა (IX—XIII საუკ.). ლიტურგიული დრამა სააღდგომო ან საშობაო საეკლესიო წირვის ნაწილი იყო (ლიტურგია) და წარმოადგენდა სახარების ცალკეული ეპიზოდების ინსცენირებას. წარმოიშვა „ტროპისაგან“. სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობდნენ საერო პირები და ჟონგლიორებიც კი. მონაცვლეობით მღეროდნენ სოლო და ქორო ან ორი ნახევარქორო. რელიგიურ სიმღერაში თანდათან ფეხს იკიდებდა ხალხური სიმღერის ელემენტები, საკრავებზე დაკვრა. მას შემდეგ, რაც აიკრძალა ასეთი წარმოდგენების ეკლესიებში შესრულება, ლიტურგიულმა დრამამ გადაინაცვლა ეკლესიის კარიბჭესთან. ლიტურგიულმა დრამამ ნიადაგი მოუმზადა სამოედნო მისტერიულ თეატრს.