რეტრო სტილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:57, 21 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტილი „რეტრო“ — რეტროსპექტული სტილიზაცია, ანუ რეტროსპექტივიზმი წარმოადგენს წარსულის პლასტიკურ-გამომსახველი ფორმების გამოყენებას თანამედროვე ხელოვნებაში.
სტილი „რეტრო“ წარმოადგენს მიმართულებას, რომლის თავისებურება ხელოვნების ძველი ფორმებით აზროვნებაში მდგომარეობს.
გამომსახველობის რეტროსპექტული ტიპი წარმოადგენს წარსულის ხელოვნების ფორმების არა უბრალო გადმოტანას, არამედ გასული საუკუნეების ხელოვნების მიმსგავსების გარკვეულ ფორმას, გადმოღებული მიმართულების სახეთა, წყობის აღქმას.
სტილ „რეტროს“ ესთეტიკური ხასიათი მდგომარეობს მის უნარში, გამოაღვიძოს მოგონებების, ანალოგების ტალღა და მათში თავმოყრილი ესთეტიკური ემოციები.