პროგრამული მუსიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:18, 15 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პროგრამული მუსიკა – ინსტრუმენტული, უპირველეს ყოვლისა სიმფონიური მუსიკა, რომელსაც აქვს „პროგრამა“, ე.ი. კონკრეტული სიუჟეტი გამოწვეული ცხოვრების ცოცხალი შთაბეჭდილებებით, ან ნასესხები ლიტერატურული ან ფერწერული წყაროდან. მხოლოდ სახელწოდება არ ანიჭებს ნაწარმოებს პროგრამულობას, მეორე მხრივ პროგრამული მუსიკის ნაწარმოებებისათვის სახელწოდება აუცილებელი არ არის, პროგრამული მუსიკის, ისევე როგორც საერთოდ მუსიკის აღქმას ხელს უწყობს მუსიკალური სახეების და საყოფაცხოვრებო ჟანრების თემატური დახასიათებების გამახვილება. პროგრამულ მუსიკას მიეკუთვნება: სიმფონიური პოემა, უვერტიურა, სურათი, ფანტაზია, პროგრამული სიმფონია და სხვ.