ჩერეპნინი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:17, 15 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ ჩერეპნინი

ჩერეპნინი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე - (დ. - 03.V.1873, პეტერბურგი - გ. - 26.IV.1945, ისსი-ლე-მულინო, საფრანგეთი) - რუსი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ცნობილი ექიმის ოჯახში. 1895 წელს ამთავრებს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს, 1898 წელს პეტერბურგის კონსერვატორიას. კომპოზიტორ ნ. რიმსკი-კორსაკოვთან სწავლობს კომპოზიციას, კ. ფან-არკისთან ფორტეპიანოს კლასს. 1899-1905 წლებში პეტერბურგში იმპერატორის სასახლის კარის კაპელის საორკესტრო კლასის გამგეა. 1902 წლიდან „რუსულ სიმფონიურ კონცერტებს“ დირიჟორობს. 1905-1918 წლებში პეტერბურგის კონსერვატორიის პროფესორია და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. 1906-1909 წლებში პეტერბურგის მარინის თეატრის დირიჟორია, 1909 რუსეთში პირველად აარსებს დირიჟორობის კლასს. 1909-1914 წლებში ლონდონში, პარიზში, მონტე-კარლოში, რომსა და ბერლინში „რუსული სეზონის” კონცერტებს დირიჟორობს.

1918-1921 წლებში თბილისში გადმოდის და დამოუკიდებელ საქართველოში აგრძელებს ცხოვრებას. 1919-1921 წლებში (ზოგიერთი ცნობით კი 1918-1921) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი და რექტორია, ხელმძღვანელობს კომპოზიციის კლასს. 1920-1921 წლებში თბილისის ოპერის თეატრის დირიჟორი იყო, მათ შორის, არაერთხელ, „აბესალომ და ეთერის“ შესრულებისას. მეგობრობდა ქართველ მუსიკოსებთან და კომპოზიტორებთან, მათ შორის ზ. ფალიაშვილთან, მ. ბალანჩივაძესთან, დ. არაყიშვილთან და სხვებთან.

გასაბჭოების შემდეგ ტოვებს საქართველოს და საფრანგეთში, ისსი-ლე-მულინოში აგრძელებს მოღვაწეობას. 1922 წელს წერს ქართულ რაფსოდიას ვიოლონჩელოსა და ორკესტრისათვის. როგორც დირიჟორი, ევროპის ქვეყნებში გასტროლებს მართავს. 1925 წელს პარიზში რუსულ კონსერვატორიას აარსებს. თანამშრომლობს ანა პავლოვას საბალეტო თეატრთან. პარიზში ყოფნისას ქმნის რამდენიმე სიმფონიურ ნაწარმოებს, რომლებშიც ქართულ ხალხურ სიმღერებს იყენებს. მისი უკანასკნელი თხზულებაა სიმფონიური ორკესტრისათვის შექმნილი ნაწარმოები „ორი ქართული საგალობელი“, რომელიც ზ. ფალიაშვილისა და მ. ბალანჩივაძის ხსოვნას ეძღვნება.

თხზულებები

ბალეტი:

  • „არმიდას პავილიონი“(1907, პეტერბურგი);
  • „ნარცისი და ექო“ (1911, მონტე-კარლო);
  • რაფსოდია: „ქართული რაფსოდია ვიოლონჩელოსათვის ორკესტრთან ერთად“ (1922.);

ოპერა:

  • „Ванька-Ключик” (1932, ბელგრადი);

სიმფონიური პოემა:

  • „Марья Моревна“;

სუიტა:

  • „ქართული სუიტა როიალისათვის ორკესტრთან ერთად“ (1938);

საფორტეპიანო პიესები, კამერული ინსტრუმენტული ანსამბლები, რომანსები (100) და სხვ.

ზურაბ ლეჟავა

ლიტერატურა

  • რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015;
  • Ф. Тючев, Творческие портреты композиторов; М., 1990;
  • Большая биографическая энциклопедия, 2009;
  • ს. რიჟინაშვილი, მუსიკალური საჩუქარი პარიზიდან, გაზ. „თბილისი“, 1974, №59.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები