ზემო ხანდაკის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ხანდაკის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხანდაკის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით.


აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (15,7 X 7,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და აგურით, კუთხეები ნაწყობია თლილი ქვით. დასავლეთით შესასვლელია, რომელსაც შიგნით და გარეთ აგურით ნაწყობი დამრეცი თაღი აქვს. აფსიდის ღერძზე ფართო, მაღალი თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე – ორი სწორკუთხა ნიში. აფსიდი მცირე მხრებითაა გამოყოფილი დარბაზისაგან. კარის თავზე ერთი ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. ორი ასეთივე სარკმელი ჩრდილოეთ კედელშია. ამავე კედლის შუა ნაწილში ერთი მარტივი პილასტრია. თითო პილასტრი შემორჩენილია დასავლეთ კედლის კუთხეებშიც. მათ კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები