ვალს-გავოტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:07, 11 აგვისტო 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვალს-გავოტი – ცეკვა, რომელშიაც გაერთიანებულია ვალსისა და გავოტის მოძრაობები. შედგება 2 ნაწილისაგან: I ნაწილი – „გავოტი“ იკავებს მუსიკალური თანხლების 16 ტაქტს, ხოლო I ნაწილის შესავალი – 1 ტაქტია. მუსიკალური ზომა 4/4. მეორე ნაწილი ვალსისაა, იკავებს მუსიკალური თანხლების 32 ტაქტს. მეორე ნაწილის შესავალი 3 აკორდია. მუსიკალური ზომა 3/4. პირველი ნაწილის ტემპი ზომიერია, მეორე ნაწილი რამდენადმე უფრო სწრაფი.