თავდაღმა ხერხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:07, 3 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თავდაღმა ხერხი – ხერხის სახეობა, რომლითაც მორებს ფიცრებად ხერხავდნენ.
მექანიკური სახერხი ჩარხების დამკვიდრებამდე იგი ფართოდ იყო გავრცელებული. თავდაღმა ხერხით ორი კაცი მუშაობდა, დასახერხ მორზე ერთი ზემოდან, ხოლო მეორე ქვემოდან იდგა. ხერხს ზემოთ-ქვემოთ სწევდნენ და ფიცრებს მორზე გავლებული ჩილფის – ლარის შესაბამისად ხერხავდნენ. ამ წესით ხერხვა რთული და შრომატევადი იყო, ძალ-ღონესთან ერთად გარკვეულ ცოდნა-გამოცდილებასაც მოითხოვდა, რომ ფიცრები სწორად გახერხილი ყოფილიყო. თავდაღმა ხერხზე სამუშაოდ აჭარელი მამაკაცები საშოვარზეც დადიოდნენ და ქირით მუშაობდნენ.