ხაბარელი შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოთა ხაბარელი

შოთა ხაბარელი – დაიბადა 1956 წლის 26 დეკემბერს ქარელის რ-ნის სოფ. ძლევისჯვარში. ძიუდოისტი (78 კგ). XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980, მოსკოვი), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1983), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1979, 83), ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორე (1979, 82) და ორგზის მესამე (1981, 83) პრიზიორი პირად პირველობაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი (1982, 85), სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი (1983), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1981). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1987-91 და 1997-2009). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები სამჯერ ევროპის და ორჯერ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი გახდა. 2002, 2003, 2006 და 2008 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო მწვრთნელად. ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

სარჩევი

განათლება

საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი (1981).

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, მთავარი მწვრთნელი (1986-1991)
  • უნივერსიტეტი "ლეგია და კომპანია", პრორექტორი (1991-1994)
  • საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, მთავარი მწვრთნელი (1987-1991; 1997-2009)
  • 2009 წლიდან საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
  • მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №4 კრწანისის საარჩევნო ბლოკი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი, თბილისის №13 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.

1980 წლის ოლიმპიური თამაშები

78 კგ, 23 მონაწილე
1. შოთა ხაბარელი (სსრკ)
2. ხუან ფერერი (კუბა)
3. ბერნარ ჩულოიანი (საფრანგეთი)
3. ჰარალდ ჰაინკე (გდრ)
I წრე ­ ქულებით (კოკა) მოუგო ჰარალდ ჰაინკეს (გდრ); II წრე ­ ქულებით (კოკა) დაამარცხა გეორგი პეტროვი (ბულგარეთი); III წრე ­ ქულებით (იუკო) სძლია მირჩა ფრატიკას (რუმინეთი); ფინალში ქულებით (იუკო) გაიმარჯვა ხუან ფერერისთან (კუბა).

სახელმწიფო ჯილდოები

  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (01.01.2000)
  • ღირსების ორდენი (01.01.2002)
  • ღირსების ორდენი (01.01.2003)
  • ღირსების ორდენი (01.01.2006)

წყარო

რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები