საქაშეთის წმინდა გიორგის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:36, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საქაშეთის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქაშეთის სამხრეთით, 1 კილომეტრზე, სასაფლაოზე.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (6,9X5,1 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. კარი სამხრეთით აქვს. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. სახურავი ორფერდაა.