ვაჩი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:27, 29 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვაჩი – (ინდ.) „სიტყვა“, ინდურ მითოლოგიაში მეტყველების ქალღმერთი, თავად სიტყვის განსახიერება. ის ცხოვრობს ცაშიც და მიწაზეც, მაგრამ ცაზეც მაღალია და მიწაზეც ვრცელი. ის წყლებშიც არის, ქრის როგორც ქარი, მოიცავს მთელ სამყაროს. ჭექა-ქუხილი ვაჩის ხმაა. ვაჩია, რომ იწვევს ადამიანებში კამათის სურვილს და ანიჭებს მჭევრმეტყველების უნარს. თავის მოყვარულთ და მორჩილად მსმენელთ იგი ბრძენებად, ბრაჰმანებად და რიშიებად ხდის.