თელეთის საყდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:27, 31 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თელეთის საყდარი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალოუბანში, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება XIII საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (3,3X2,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აფსიდის ღერძზე სარკმელია, გვერდებზე ნიშები. ეკლესია შიგნიდან შელესილია გაჯით. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები