კარალეთის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:47, 1 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარალეთის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარალეთის განაპირას, ჩრდილოეთით სასაფლაოზე. თარიღდება ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7,9 X 5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია შენობის კედლები, თლილი ქვის ლავგარდანი და კრამიტის სახურავი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხოვანი, ხოლო დასავლეთ კედელში შედარებით განიერი სარკმელია. საკურთხევლის წინ, ზემოთკენ გაგანიერებული სატრაპეზო ქვა დგას. აფსიდის მხრებიდან წინ გამოწეული, შეკიდული სატრიუმფო თაღი კედლის იმპოსტებს ეყრდნობა, ცილინდრული კამარა - გრძივ კედლებს.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები