ჰასან ზადე ჰუსეინ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:01, 13 მარტი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰასან ზადე ჰუსეინ - (1869, ტფილისი - 1948, ტფილისი) - პედაგოგი.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. დაამთავრა გორის სამასწავლებლო სემინარია. მუშაობდა მასწავლებლად თბილისში ხარპურის სკოლაში. აზერბაიჯანელ მოსახლეობაში სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, თუმცა არ წარმოადგენდა არც ერთ პარტიას. 1918 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ აზერბაიჯანელთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.
- ირაკლი ირემაძე
ლიტერატურა
სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი