ამაალებელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:31, 11 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამაალებელი - მუხტების, სარაკეტო საწვავისა და პიროტექნიკური შედგენილობის წვის აღგზნების მაინიცირებელი საშუალება. შეიძლება იყოს მექანიკური და ელექტრონული.
ძირითად მექანიკურ ამაალებელს მიეკუთვნება კაფსულ-ამაალებელი და მის საფუძველზე - კაფსულის მილი, დამრტყმელი ამაალებელი მილი, აგრეთვე ამაალებელი. ამნთებისათვის, ცეცხლგამტარი ზონარი და სხვა.