აზრების წართმევა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:42, 28 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აზრების „წართმევა” (მითვისება) არის ბოდვა, რომლის დროსაც პაციენტს უჩნდება განცდა, რომ მას საკუთარ აზრებს ართმევენ. ასეთ ბოდვას, ჩვეულებრივ, თან ახლავს აზროვნების ბლოკირება: პაციენტის აზროვნების პროცესში ხდება უეცარი წყვეტა და ის ფიქრობს, რომ „დაკარგული” აზრები გარეშე ძალამ მიითვისა. აზრის „ჩადების” ბოდვის მსგავსად, ზოგჯერ, აქაც ვხვდებით აზრების „წართმევასთან” ასოცირებულ განმარტებითი ხასიათის ბოდვას.
იხილე აგრეთვე
ბოდვა რომელიც აზრების მიკუთვნებულობას ეხება