დელ მონაკო მარიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:56, 19 მაისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დელ მონაკო მარიო - იტალ. Mario Del Monaco (27. VII. 1915, ფლორენცია, – 1982 მარსელი), იტალიელი მომღერალი (დრამატული ტენორი).
1941-იდან მღეროდა იტალიის საოპერო სცენებზე (1943-დან „ლა სკალაში“). XX საუკუნის შუა ხანის ერთ-ერთი უდიდესი მომღერალი, ბელ-კანტოს ხელოვნების ოსტატი. მის რეპერტუარში გამოირჩეოდა გმირულ-დრამატული და ტრაგიკული პარტიები ჯ. ვერდის და ვერისტი კომპოზიტორების ოპერებში. გადაღებულია მუსიკალურ ფილმებში („ჯ. ვერდი“ და სხვ.)
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")