ნადბაში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:56, 9 აგვისტო 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნადბაში - (სვ.), მრგვალი კვერი. სვანეთში ქორწილის დროს საპატარძლოს თავისი სახლიდან ქმრის ოჯახში მიჰქონდა ნახევარი ფუთი მოზელილი ცომი. ოჯახში შესვლის წინ, იგი ჯერ უნდა შესულიყო ნადბაშში - ეკლესიის მინაშენში და აქ უნდა გამოეცხო მრგვალი კვერები - ნადბაშები. ამ კვერებს ეკლესიაშივე აკურთხებდნენ და რამდენიმე დღის შემდეგ პატარძალი მათ ახლობლებს დაურიგებდა. აღნიშნული რიტუალი დაკავშირებული უნდა იყოს ოჯახის გამრავლება-დოვლათიანობასთან.
ლიტერატურა
ნ. მაჩაბელი, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, 1978. გ. ა.