ჭანისწყალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:51, 19 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჭანისწყალი (მეგრ. წენწყარი) – მდინარე დასავლეთ საქართველოში. გაედინება წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. ხობისწყალის მარჯვენა შენაკადია. სათავეს იღებს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1960 მ სიმაღლეზე. სიგრძე 63 კმ, აუზის ფართობი 315 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში.