ოჩხომური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:45, 1 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოჩხომური — მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ხობისწყლის მარცხენა შენაკადია. სათავე ზღვის დონიდან 1400 მ, სიგრძე 47 კმ, აუზის ფართობი 159 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალმცირეა ზაფხულში. ახასიათებს წყალმოვარდნა.