ჩახალ-ოღლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:32, 3 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩახალ-ოღლი – სახალხო გმირი, ცნობილი ლექსის „ჩახალ-ოღლის“ მთავარი პერსონაჟი.
ცხოვრობდა და მოქმედებდა აჭარაში სელიმ ხიმშიაშვილის ფაშობის დროს. გადმოცემით ჩახალ-ოღლი მე-19 ს. პირველ ნახევარში აჭარის გლეხთა მღელვარების მეთაური ყოფილა, რისთვისაც ოსმალეთის მთავრობას (ახმედ-ბეგი ღალატით მოუკვლევინებია. ჩახალ-ოღლის გვარად ბერიძეს ასახელებენ. ჩახალ-ოღლის ლექსების უძველესი ნიმუში ჩაწერილია. პ. უმიკაშვილის მიერ 1859 წ. მერისელი მთქმელისაგან. ლექსი გამოქვეყნდა „დროებასა“ და „ივერიაში“. ჩახალ-ოღლის ცხოვრებაზე მასალები იპოვება ზ. ჭიჭინაძის, ვინმე მესხის, ს. მესხის შრომებში.
გ. ჭელიძე
ლიტერატურა
- აჭარის ხალხური პოეზია, I, 1968, გვ. 59;
- აზ. ახვლედიანი, აჭარის საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, 1970, გვ. 159.