პიკელჰერინგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:17, 2 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პიკელჰერინგი – (გერმ. pickelhering, ჰოლანდ pekelharing – დამარილებული ქაშაყი), გერმანული თეატრის კომიკური პერსონაჟი, ეს სახე გაჩნდა XVII საუკუნეში როგორც ჰანსვურსტის ერთ-ერთი ვარიანტი, პიკელჰერინგი უხეში, ღორმუცელა, გაქნილი, უბოროტო ყალთაბანდია; ამ როლის შემსრულებელს ეცვა მეზღვაურისებური ტანსაცმელი – ყვითელი, შარვალი, წითელი კურტაკი, ჟილეტი, ეხურა. ნაცრისფერი ქუდი. პიკელჰერინგი მონაწილეობდა გერმანიაში გამართულ „ინგლისელ კომედიანტთა“ სპექტაკლებში.