ჰამაილის ყაბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:20, 14 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰამაილის ყაბი − მუშამბა ანდა პატარა ჩანთა, რომელშიდაც ჰამაილი იყო შეხვეული, სამკუთხა თუ ოთხკუთხა ფორმის, უმთავრესად, წითელი ფერის ფარჩის ქსოვილისაგან შეკერილი პატარა ჩანთა, რომელშიც ჰამაილი იყო ჩადებული. მას სხვადასხვა ფერის ძაფებითა და მძივებით ამკობდნენ. ჰამალაის ყაბს ყელზე ჩამოსაკიდი − ზონარი ჰქონდა მიმაგრებული. მორწმუნენი ჰამაილს ყელზე ჩამოკიდებული ატარებდნენ.
ლიტერატურა
ნიჟარაძე, 1971:448.