ბოვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:18, 6 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბოვი – შახტური ტიპის (შვეული) საწვავი ღუმელი თუჯის გამოსადნობად და ფერადი მადნეულის გამოსაწვავად. საწვავად ძირითადად გამოიყენება კოქსი ან ანტრაციტი, რომელთა წვისას მაღალი ტემპერატურა მიიღება ჰაერის ბერვის მეშვეობით (ჰაერსაბერი მანქანებით). ბოვი განსხვავდება ბრძმედისაგან იმით, რომ მასში არ ხდება თუჯის შედგენილობის შეცვლის ქიმიური რეაქცია. საჭიროებისამებრ მისი გაჩერება ადვილია, ვიდრე ბრძმედის, შედარებით მცირე გაბარიტების გამო. ბოვის წარმადობა დაახლოებით 1-3,5 ტონაა სთ-ში. ბოვში წარმოებული თუჯი დაბალი ხარისხისაა, ამიტომ მას გამოიყენებენ მეორეხარისხოვანი ელემენტების დასამზადებლად (საპირწონეები, ბალასტის ბლოკები, ვიწროლიანდაგიანი ვაგონეტების ბორბლები და სხვ.).