კოქსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოქსი − (ინგლ. coke < colke ბირთვი, ხის ნახშირი), მყარი ხელოვნური საწვავი; მიიღება სხვადასხვა ბუნებრივი საწვავის ან მათი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გახურებისას მაღალ ტემპერატურაზე (950-1050°C) ჰაერის შეუღწევლად. განარჩევენ ქვანახშირის, ელექტროდულ სქელფისოვან და ნავთობის კოქსს ძირითადად იღებენ ქვანახშირისაგან. ქვანახშირის კოქსს იყენებენ ბრძმედულ პროცესში თუჯის გამოდნობისას (ბრძმედის კოქსი). კოქსი აქ ერთდროულად საწვავი და რკინის მადნის აღმდგენელია. გაცილებით მცირე რაოდენობით კოქსს იყენებენ სამსხმელო წარმოებაში (სამსხმელო კოქსი), მადნების აგლომერაციისათვის, ქიმიურ მრეწველობაში, ფერად და შავ მეტალურგიაში და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები