იოსებ ტფილელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:07, 10 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოსებ ტფილელი – (1620 – 1688) ქართველი საეკლასიო მოღვაწე, პოეტი, თბილისის მიტროპოლიტი. აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების განსამტკიცებლად. დაიღუპა როგორც გიორგი XI-ის მომხრე განდგომილ არაგვის ერისთავთან ბრძოლაში. მის პოეტურ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული პატრიოტული ეპოსის თვალსაჩინო ძეგლს – პოემა „დიდმოურავიანს” (1681- 1687). მან ხოტბა შეასხა დიდ მოურავს გიორგი სააკაძეს; ამავე დროს გამოკვეთა საზოგადოებრივი აზრი საქვეყნო გასაჭირზე. ერის ტკივილი და საწუხარი საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოიტანა. „დიდმოურავიანი” მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროცაა. იოსებ თბილელს ეკუთვნის, აგრეთვე, სასულიერო შინაარსის თხზულებები: „ცხოვრება და მოქალაქეობა ალექსი კაცისა ღმრთისა”, „წმინდანთა კრებათათვის”, „ქება და წამება წმიდისა მარინასი, თქმული შაირად”; აგრეთვე „ანბათქება”. იგი „ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი გამგრძელებელია (დაურთო 67 სტროფი). მის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის სიონის ბიბლიოთეკის დაარსება, რომლისთვისაც იოსებ თბილელს მრავალი ხელნაწერი წიგნი შეუძენია.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები