ბობნევის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:17, 21 ივნისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბობნევის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევის სამხრეთით, მთის შევაკებულ ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (5,25 X 3,4 მ), ნაგებია რიყის ქვით. გამოყენებულია შირიმის ქვაც. ელკესია დაზიანებულია: ჩანგრეულია ცილინდრული კამარა და კონქი, დანგრეულია სამხრეთის და დასავლეთის კედლების უმეტესი ნაწილი. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ღრმა აფსიდის ღერძზე შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელია. აფსიდის ჩრდილოეთ კედელში სამი პატარა ნიშია (ორი ნიში შეწყვილებულია). აფსიდის ჩრდილოეთ მხართან შირიმის იმპოსტებია. ეკლესიის ეზოს შემოვლებული აქვს რიყის ქვის გალავანი, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი სამხრეთ კედლის სიმაღლე 2,5–3 მეტრამდეა. ამ კედელში დატანებულია ოთხკუთხა ნიშები.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები