Rhynchocorys stricta Albov
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:55, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Rhynchocorys stricta Albov – ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, საკმაოდ შებუსული. ღერო 15-30 სმ სიმაღლისაა, მარტივი ან დატოტვილი. ფოთლები მოპირისპირეა, თითქმის მჯდომარე, ფორმით სამკუთხა-ლანცეტაა. ყვავილები მარტოულია, იღლიური, გოგირდისფერ-ყვითელი, ხორთუმი მოკლეა, აღმავალი ან სწორი, ძირთან ორი კბილით. ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე გავრცელებულია ტყისა და სუბალპურ სარტყლებში, ბუჩქნარებში, ტენიან მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე – სოფელ დართლოსკენ მიმავალ გზაზე. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.