ყუშ ჟოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:06, 20 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ყუშ ჟოლ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Къуш жол – „ირმის ნახტომი“) – ბალყარულ-ყარაჩული საწესო ცეკვა. ასრულებდნენ ცხვრის საგაზაფხულო კრეჭის დროს. ცეკვის შემდეგ, უზენაესს საქონელსა და ხორციან ღვეზლებს სწირავდნენ და ლოცულობდნენ.
ლიტერატურა
Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореография и символика. Нальчик, 2003.