ბრიგი (სამხედრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:04, 13 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბრიგი - (ინგლისური brig, იტალიური ბრიგანტინოს შემოკლებული ფორმა),
1. XVIII-XIX საუკუნეებში საბრძოლო ორანძიანი ხომალდი პირდაპირი აფრებით. გამოიყენებოდა სადაზვერვო, საპატრულო, საბადრაგო სამსახურისათვის და საკრეისერო ოპერაციებისათვის. წყალწყვა – 200-800 ტ, შეიარაღება – 10-28 ქვემეხი; 2. კომერციული აფრიანი ხომალდი.