საავიაციო კომპლექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:42, 20 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საავიაციო კომპლექსი - ავიაციის მიერ გამოყენებული საფრენი აპარატების (მისი სისტემებისა და მოწყობილობის), სახმელეთო მომსახურებისა და ინდივიდუალური დანიშნულების კონტროლის საშუალებების ერთობლიობა.
ცალკეულ შემთხვევებში საავიაციო კომპლექსის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს აგრეთვე სახმელეთო და სხვა საფრენ აპარატებზე განლაგებული მართვის, დამიზნებისა და მიზანჩვენების საშუალებები.საავიაციო კომპლექსი არის დამრტყმელი, გამანადგურებელი, სადესანტო-სატრანსპორტო, სპეციალური (მაგალითად, სადაზვერვო) და სხვა.