სარკინიგზო არტილერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:14, 15 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სარკინიგზო არტილერია - სპეციალურ სარკინიგზო პლატფორმაზე დაყენებული ქვემეხები. პლატფორმები წარმოადგენენ როგორც სატრანსპორტო საშუალებას, ასევე საბრძოლო დაზგას სროლის დროს. განკუთვნილია სახმელეთო ძალების მხარდაჭერისთვის, ხომალდებისგან და დესანტებისგან სანაპიროს დაცვისა და სხვა ამოცანების შესასრულებლად რკინიგზასთან ახლოს განლაგებულ რაიონებში. შესაძლებელია იყოს ღია ან დაჯავშნული (ჯავშანმატარებლებში). სარკინიგზო არტილერიაში იყენებენ ქვემეხებს და ჰაუბიცებს 130-520 მმ კალიბრის ფარგლებში.