მარგველაშვილი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარგველაშვილი გიორგი თეიმურაზის ძე – (დ. 1969), საქართველოს პრეზიდენტი, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი 2013 წლის 27 ოქტომბერიდან.
განათლება
- თბილისის N1 საჯარო სკოლა,
- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1987-92),
- ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (1993-94),
- ფილოსოფიიის მეცნიერებათა დოქტორი (1998).
მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სასწავლო დაწესებულებებში (1992-2010).
პოლიტიკური მოღვაწეობა
- 2011 წლიდან აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში,
- 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა განათლების მინისტრად.
- 2013 წლის 11 მაისს კოალიცია "ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.