კოლონის ჩამკეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:57, 19 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კოლონის ჩამკეტი - გაერთიანების, შენაერთის, ნაწილის ან ქვედანაყოფის მიერ გამოყოფილი ძალები და საშუალებები. მათი ამოცანაა გადაადგილების დროს მწყობრიდან გამოსული შეიარაღების და ტექნიკის აღდგენა, მათი ევაკუაცია, პირადი შემადგენლობისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
ჩვეულებრივ, მოიცავს სარემონტო-საევაკუაციო ძალებსა და საშუალებებს, ტრანსპორტს სამხედრო-ტექნიკური ფასეულობის მარაგით, გასამართავ, სამედიცინო და სხვა საშუალებებს. როგორც წესი, იქმნება ყველა მარშრუტზე და გადაადგილდება კოლონის ბოლოში.