კუტალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:02, 7 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კუტალი - ძირჩადგმული, ცილინდრისებური სამ დაბალ ფეხზე შემდგარი ხის (ნაძვის // კატრის) ჭურჭელი, რომელსაც აქვს მილი, ყელი, ტანი // გვამი და სახელური.
კუტალი ითლებოდა ორი მტკაველი სიგრძის ხისაგან, მის ტანს ხოწით ამოთლიდნენ, ხოლო ყელს შამფურით ჩასწვავდნენ. ნედლ კუტალს ფიჭვის ხმელ ძირს ჩაუდგამდნენ. კუტალის დიდი რაოდენობით ამზადებდნენ მესხეთ-ჯავახეთის სოფლებში, განსაკუთრებით გამოირჩეოდა გოდერძისა და წინუბნის კუტალები. წყლით ავსებულ კუტალს სახელურით ზურგზე მოიკიდებდნენ, აქედანაა წარმოშობილი იმერულ დიალექტში შესული სიტყვა „მოკუტალება“.
- გ.გ.