ბარბეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:43, 17 აგვისტო 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბარბეტი (ფრანგული - barbette)
1. ბრუსტვერის გადაღმა მდებარე მიწაყრილი საარტილერიო დანადგარის ან ტყვიაფრქვევის დასაყენებლად;
2. ხომალდის ბორტზე არსებული შვერილი ქვემეხის მომსახურების გასაადვილებლად;
3. უძრავი საყრდენი, რომლის გარშემოც ხომალდზე ქვემეხის კოშკურა ბრუნავს. ასევე კოშკურასქვეშა ვერტიკალური დამცავი ჯავშანი.