შეტევის კულმინაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:14, 30 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შეტევის კულმინაცია - როდესაც მოწინააღმდეგესთან მიახლოება პირისპირ ბრძოლაში გადადის. ხანმოკლე, სწრაფი, კარგად ორგანიზებული შეტევა ადგილობრივ ობიექტზე (საარტილერიო პოზიცია, პორტი და სხვა).
საზღვაო-სადესანტო ოპერაციაში
ოპერაციის ეტაპი, ამოცანის შესრულებაში მონაწილე მცურავ საშუალებებში მყოფი შენაერთის იერიშის ობიექტის რაიონში გადასხმიდან დავალების საბოლოო შესრულებამდე.
საჰაერო-სადესანტო ოპერაციაში
საჰაერო-სადესანტო ოპერაციის ეტაპი, რომელიც მოიცავს მოიერიშე ეშელონის გადაყვანას ამოცანის რაიონში, შეტევის სხვადაასხვა ობიექტზე და დესანტირების საწყისი პლაცდარმის გამაგრებას.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017