ეკონომიკური დაპირისპირება ომში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:46, 15 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეკონომიკური დაპირისპირება ომში - სახელმწიფოთაშორისი ბრძოლის სახე: მეომარი მხარეების მისწრაფება, რაც შეიძლება ეფექტიანად გამოიყენონ არსებული და პოტენციური სამხედრო რესურსები მოწინააღმდეგეზე სამხედრო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური უპირატესობის მოსაპოვებლად; ეკონომიკური და არაეკონომიკურინხასიათის ღონისძიებების, რომლებიც, ერთი მხრივ, ემსახურება მოწინააღმდეგის წარმოების დეზორგანიზაციას, მისი ეკონომიკური მობილიზაციის ჩაშლას დამეორე მხრივ -საკუთარი ეკონომიკური ზურგის განმტკიცებას; პირდაპირი შეიარაღებული ზემოქმედება მოწინააღმდეგის ეკონომიკურ პოტენციალზე და საკუთარი ეკონომიკური ბაზის დაცვის ღონისძიებები.
ომში ეკონომიკური დაპირისპირების ძირითადი ფორმებია:
- სამხედრო ბიუჯეტების ზრდა;
- სამხედრო-ეკონომიკური ბაზის გაფართოება;
- ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა;
- სამხედრო სესხები და სამხედრო გადასახადები;
- ეკონომიკური ემბარგო;
- ეკონომიკური ბლოკადა;
- სამრეწველო ცენტრების საჰაერო დაბომბვა;
- სარაკეტო დარტყმები და ა.შ.