ვარდული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:28, 8 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვარდული - (ქულბაქი) - ლაზური სახლის შუა ჭერში მიკრული სამშვენისი, პლასტიკური რელიეფით შესრულებული, მრგვალი ფორმის ფართო დისკო, რომლის ორნამენტული დეკორი დატვირთულია მცენარეული ორნამენტით, განსაკუთრებით მსხმოიარე ვაზის მოტივით. ვარდულში განსახირიებული ოსტატის ხეზე კვეთილობის შემოქმედებითი შესაძლებლობა, ხოლო მისი სიმბოლური შინარსი დატვირთულია ბარაქიანობის, ნაყოფიერების, ზოგადად ქვეყნიერებისა და კერძოდ, ოჯახის სითბოსა და სინათლის მინიჭების სიმბოლიკით. ვარდული ყველაზე მეტად დამახასიათებელი იყო ლაზური სახლისათვის.
ლიტერატურა
თ. ჩიქოვანი, ქართული ხახლური საცხოვრებელი. ე.ნ.