ლეშგნი - (სვან.), რიტუალური პური, რომელსაც აცხობდნენ ფქვილის შესანახი კიდობნის პირველად ახდის დროს.
„ლეშგნი“ დიდი ზომის პურია, რომლის ჭამის დროსაც ოჯახის წევრებს ფეხქვეშ დანა და ნახშირის ნაჭერი უნდა სდებოდათ.
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი