კონდაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:23, 28 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კონდაკი (ჟამისწირვა) — ლიტურგიკული წიგნი, რომელშიც წარმოდგენილი იყო წირვის წესი. წირვის რამდენიმე რედაქცია არსებობდა ქრისტიანულ ლიტურგიკაში. ერთ-ერთი იყო მოციქულთა ლიტურგიკა — აღმოსავლეთის ეკლესიაში მიღებული და გავრცელებული, მეორე — კონსტანტინოპოლური (ბასილი დიდის და იოანე ოქროპირისა). არსებული (ცნობებით, ჩვენში ძველადვე ორივე რედაქცია იყო თარგმნილი. X ს-მდე უფრო იაკობის ლიტურგიკა იყო ხმარებაში, თუმცა ქართველები უკვე IX ს-დან ბიზანტიურ ლიტურგიკასაც იცნობდნენ. შემდგომ (X ს-დან) ქართულ ლიტურგიკაში გაბატონებული მდგომარეობა კონსტანტინოპოლურმა რედაქციამ მოიპოვა.