ლიტურგიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიტურგიკა — სასულიერო მწერლობის დარგი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ღვთისმსახურების აღსრულებასთან. სავარაუდებელია, რომ ლიტურგიკულ წიგნთა საჭიროება საქართველოში საცნაური გახდა ქრისტიანობის შემოღებისთანავე. ქართულად ღვთისმსახურების ასრულება V ს-ის მიწურულიდან უკვე დადასტურებულია. ღვთისმსახურება შედგებოდა სამი ელემენტისგან: საკითხავი საღვთო წერილიდან, ლოცვები და საგალობელი ჰიმნები. ღვთისმსახურებისას კითხულობდნენ ახალი აღთქმიდან სახარებასა და სამოციქულოს, ძველიდან — წინასწარმეტყველთაგან ამოკრებილ ადგილებს იკითხებოდა საგანგებო სისტემით ფსალმუნიც. მეორე ელემენტი ღვთისმსახურებისა იყო ლოცვა. წიგნს, რომელიც სხვადასხვა ლოცვებს შეიცავდა, ლოცვანი ეწოდებოდა. მესამე დარგი საღვთისმსახურო წიგნებისა შეიცავდა ჰიმნებს — სასულიერო პოეზიის ნიმუშებს. ჰიმნებში ამკობდნენ დღესასწაულებსა და წმიდანებს. ქართულმა ეკლესიამ იცის ორიგინალური კომპოზიციის საღვთისმსახურო წიგნი — გულანი, რომელშიც თავმოყრილია ყველა ლიტურგიკული წიგნი.


ლიტერატურა


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები