დიპილიდიუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:41, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიპილიდიუმი - (dipylidium; ბერძნ. dis ორჯერ + pylis მცირე შესასვლელი) – ცესტოდას გვარი; მიეკუთვნება Dipylidiidae- ს ოჯახს.
Dipylidium caninum – სახეობა, პარაზიტობს ხორცისმჭამელი ცხოველებისა და ადამიანის წვრილ ნაწლავებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – რწყილებისა და ბალანჭამიების ლარვული და ზრდასრული ფორმები. დიპილიდიოზის აღმძვრელი.