დიპეტალონემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:34, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიპეტალონემა - (Dipetalonema; ბერძნ. dis ორჯერ + petalon ფურცელი + nema ძაფი) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Setariidae-ს ოჯახს, Filariata-ს ქვერაზმს.
Dipetalonema evansi (ვეტერინარი ექიმის ევანსის პატივსაცემად) – სახეობა, პარაზიტობს აქლემის გულის, ფილტვის, სათესლე ჯირკვლებისა და საშვილოსნოს სისხლძარღვებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – კოღო. დიპეტალონემოზის აღმძვრელი.