კაზემატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:11, 26 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კაზემატი − (იტალ. casamatta < cas ქოხი, ფაცხა და mautt ბნელი, მუქი),
- თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია არტილერიის ცეცხლისგან და ავიაბომბებისგან დასაცავად;
- შეჯავშნული სათავსი სამხედრო გემზე ქვემეხების დასადგმელად;
- საკანი ციხესიმაგრეში, სადაც ათავსებენ მხოლოდ ერთ ტუსაღს.