ფრიზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფრიზი
- არქიტექტურულ ორდერებში ანტაბლემენტის შუა ჰორიზონტალური ნაწილი, რომელიც მოქცეულია არქიტრავსა და კარნიზს შორის. დორიულ ორდერში ფრიზი დანაწევრებულია ტრიგლიფებად და მეტოპებად, იონიურ და კორინთულ ორდერებში კი ივსება რელიეფის უწყვეტი არშიით ან ცარიელი რჩება.
- იატაკის, კედლის, ხალიჩის და ა. შ. შემომფარგლავი დეკორატიული ზოლი.