ხანჩალი (ტბა)
(ახალი გვერდი: '''ტბა ხანჩალი''' '''ხანჩალი''' - ტბა სამხრეთ [[ს...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხანჩალი (ტბა)“ გადაიტანა გვერდზე „ხანჩალის ტბა“) |
15:45, 25 თებერვალი 2020-ის ვერსია
ხანჩალი - ტბა სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ზეგანზე. ხანჩალის ტბა მდებარეობს დიდ ქვაბულში ნინოწმინდის დასავლეთით. ქვებულის სიგრძე 8-9 კმ-ია. სამხრეთ-დასავლეთით ქვებული ესაზღვრება ჩილდირისა და ჰექტეფის ქედების ჩრდილოეთ კალთებს (2800-2900მ). ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ქვებულს ესაზღვრება ვულკანური მთები, რომელთა ფარდობითი სიმაღლე ქვაბულის ფსკერიდან 70-120 მ-ია. ტბა ძლიერ წყალმარჩხია. ადრე იგი სიდიდით მე-5 ტბა იყო საქართველოში, რომლის მთლიანი ფართობი 13.1 კმ-ს შეადგენდა, ვიდრე მისი 2/3-ზე მეტი არ დააშრეს.
ხანჩალის ტბის სტატისტიკური მონაცემები ტბის დაშრობამდე:
- ფართობი -13.1კმ2
- სიგრძე - 7 კმ2
- სიგანე - 2.5კმ2
- სიღრმე - 0.7 მ
- სიმაღლე ზღვის დონიდან - 1,928მ
- ტემპერატურა - 10°C
- მდინარის აუზის ფართობი - 176კმ2
ჩამდინარე წყლები:
ტბას კვებავს 10 მცირე მდინარე, რომელთაგან 3 სეზონურია; მთელი ნაკადის საშუალო დებეტი 2 265 ლ/წმ-ია.
გამომავალი წყლები:
ტბის ჩრდილოეთი ნაწილიდან გამოედინება მდინარე აგრიჩაი, რომელიც უერთდება მდინარე ფარავანს სოფ. ყაურმასთან. ხანჩალის დაცლა ხდება წყლის დონის მარეგულირებელი არხებითაც. ასევე ტბიდან სათავეს იღებენ ე.წ. დილიფის წყაროები. მთლიანად გამოსავალი 3250 ლ/წმ-ია.
წყარო
მაჭარაშვილი ირაკლი. ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემები : ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია / ი. მაჭარაშვილი, გ. არაბული, გ. დარჩიაშვილი, გ. გორგაძე - თბ., 2004 : შპს "სი-ჯი-ეს"-კალამუს გრაფიკი - 63გვ.: ფოტ.; 22სმ. - ტექსტი ქართ. და ინგლ.